Posts

Showing posts from July, 2024

სერტიფიკატები

Image
 

ჩემ შესახებ

  დავამთავრე   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტი  ,  ბაკალავრიატი   სპეციალობით   “    დაწყებითი   სკოლისა   და   სკოლამდელი   აღზრდის   პედაგოგი “  და   ჩემი   დიდი   სურვილია    მეტად   გავიღრმავო   ცოდნა   განათლების   სფეროში ,  შევძლო    საგანმანათლებლო   დაწესებულებებში   განათლების   ხარისხის   გაუმჯობესებისთვის   საჭირო   უნარ - ჩვევების   მიღება   და   დახვეწა ,  რათა   მოვემზადო   განათლების   სექტორისთვის   და   მქონდეს   კარიერული   ზრდის   პერსპექტივა .         ფაქტია ,  რომ   ოცდამეერთე   საუკუნე   აქტიური   ცხოვრებით   გამოირჩევა .  ყოველდღიურად   ხდება   ცვლილებები ,  ადამიანები   დღითიდღე    უფრო   ინფორმირებულები   ხდებიან ,  სწავლობენ...

განმავითარებელი შეფასება

სერტიფიკატები

მშობელთა ჩართულობა

ღონისძიება

პირველი დღე სკოლაში, 2024 წელი

 ძვირფასო პირველკლასელებო, მოგესალმებით!      მე ვარ თქვენი ახალი მასწავლებელი და ძალიან მიხარია, რომ მალე გაგიცნობთ.      სკოლაში პირველად მოსვლა დიდი ნაბიჯია თქვენს ცხოვრებაში. ვიცი, რომ შეიძლება ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს სრულიად ბუნებრივია. ჩვენ ერთად ვისწავლით, ვითამაშებთ და ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ.     ჩვენი საკლასო ოთახი იქნება თქვენი მეორე სახლი, სადაც ყოველთვის დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ თავს. აქ შეიძენთ ახალ მეგობრებს და ისწავლით ბევრ ახალ რამეს.    გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. ზოგი კარგად ხატავს, ზოგი კარგად მღერის, ზოგი სწრაფად დარბის. მთავარია, რომ ყველამ ერთმანეთს პატივი ვცეთ და დავეხმაროთ.    ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა. თუ რამე გაინტერესებთ ან გაგიჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ მკითხოთ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ.   მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ სასიამოვნო და საინტერესო მომენტს გავატარე...

ქართული

ჩანახატი

                                                    ჩემი პირველი მასწავლებელი       სულ მალე დაირეკებოდა პირველი ზარი.დიდი მოლოდინი მქონდა,თუმცა არ ვიცოდი რას ველოდებოდი.იმას კი კარგად ვხვდებოდი ,რომ ცხოვრებაში რაღაც ახალს ვიწყებდი.კარგად მახსოვს დედამ და მამამ ადრე გამაღვიძეს და ავტობუსით გავეშურეთ .ცოტახანში ბაზრობაზე აღმოვჩნდი,სადაც უამრავი ხალხი ირეოდა.დედამ მაგრად წამავლო ხელი და თან ყურში ჩამჩურჩულა, -ხელი არ გამიშვაო.მეც რაც ძალი და ღონე    მქონდა ვუჭერდი. სკოლის დაწყება,პირველი კლასი,ახალი ტანსაცმელი,ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დღე და ღამე სკოლასა და მასწავლებელზე ვფიქრობდი,რომელიც არასდროს მყავდა დანახული.მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში ვფიქრობდი და ვქმნიდი პერსონაჟს მაღალი,გრძელი თმით,წითელი პომადით, საყურით და ქუსლიანი ტუფლით.სკოლას რაც შეეხება ,რამდენჯერმე მქონდა დანახული,რადგან სოფლის შუაგულში იდგა. სწავლის დაწყებ...