ჩემ შესახებ

 დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი , ბაკალავრიატი სპეციალობით  “  დაწყებითი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი“ და ჩემი დიდი სურვილია  მეტად გავიღრმავო ცოდნა განათლების სფეროშიშევძლო  საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღება და დახვეწარათა მოვემზადო განათლების სექტორისთვის და მქონდეს კარიერული ზრდის პერსპექტივა.

       ფაქტიარომ ოცდამეერთე საუკუნე აქტიური ცხოვრებით გამოირჩევაყოველდღიურად ხდება ცვლილებებიადამიანები დღითიდღე  უფრო ინფორმირებულები ხდებიანსწავლობენაღმოჩენებს აკეთებენ და შესაბამისად მოთხოვნებიც უფრო მეტი გაუჩნდათამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი საჭიროა ცოდნაშესაძლებლობაინფორმაციააუცილებელია იყო კომუნიკაბელური და აქტიური,რათა შეძლო ფეხი აუწყო ცხოვრების დინებასთავად გაუმკლავდე პრობლემებსმოახდინო შენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზება და გახდე წარმატებულიამისათვის უნდა გქონდეს საკუთარი პროფესიული განათლების მაღალხარისხოვანი ცოდნარის შესაძლებლობასაც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი სასწავლო მეთოდებით და მაღალკვალიფიცირებული პროფესორებით  მაძლევსკმაყოფილი ვარ ილიაში არსებული სასწავლო გარემოთირომელიც არ ზღუდავს სტუდენტის უფლებებს და სასწავლო გრაფიკი მორგებულია მათზე. (სტუდენტებზერასაკვირველიამნიშვნელოვანი ფაქტია ისრომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტთა შორის რეიტინგით პირველია ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხილვადობით. (ამას გვიდასტურებს ვებ-გვერზე არსებული მონაცემებიhttp://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=8141)
       მოკლედ წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებგარდა იმისარომ დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტიამასთანავე გავლილი მაქვს სხვადასხვა პრაქტიკები  სააღმზრდელო დაწესებულებებშიპროფესიის არჩევისთანავე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროგრამებშივესწრებოდი სემინარებსა და პრეზენტაციებსრომლებიც ამ მიმართულებით ტარდებოდა და უპირველეს ყოვლისა წარმოდგენა შემექმნათუ რა და როგორ უნდა მეკეთებინა.    პრაქტიკები გავიარე 67- ,82-  , 202 -  და ილია მართლის სახელობის  სკოლაში.  ამ ყოველივემ დამაახლოვა ბავშვებთან და მომცა საშუალება უკეთესად გამეცნო ისინი და გამეგო მათი სურვილებისაჭიროებები და შესაძლებლობებირის შედეგადაც გავხდი უფრო კომუნიკაბელური,ვისწავლე როგორც ნაცნობასევე უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაგამომიმუშავდა ახალ სიტუაციასა და გარემოში ადაპტირების უნარ-ჩვევებიმონაწილეობას ვიღებდი ჯგუფურ აქტივობებშისადაც ცალკეული ინდივიდები ვიბრძოდით ერთი მიზნის მისაღწევად.
     წარმატებული ხარ მაშინროდესაც ის გუნდია წარმატებული და გამარჯვებულირომლის წევრიც ხარდარწმუნებული ვარ გუნდური მუშაობის პრინციპი ნებისმიერ სამუშაო ადგილას წარმატებების მომტანი იქნება და აუცილებლად გამოვიყენებ მასრათა ჩემს მუშაობას ეფექტური შედეგი ჰქონდეს.

Comments

Popular posts from this blog

ქართული ენა (გრამატიკა)